გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო III, აცხადებს, რომ “სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით” და “შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს”.
კომიტეტის განცხადებას, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს....
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო III, აცხადებს, რომ “სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით” და “შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს”.
კომიტეტის განცხადებას, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს. ტექსტის თანახმად, „კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი“ ცდილობს რეპუტაციულად დააზიანოს რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები და საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანოს შეცდომაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პროცესი ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.
განცხადების თანახმად:
2023 წელს, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე - “2023 წლამდე ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების არასასურველი შედეგების გათვალისწინებით”.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომიტეტის ფარგლებშიც მუშაობს ორი სათათბირო ორგანო - ეროვნული სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.
კომიტეტის თავმჯდომარეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო III; ხოლო თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).
ვიდრე პროცესს საპატრიარქოს გადააბარებდნენ, არსებობდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ჩატარებულ სამუშაოებზე. საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ იქ მდგომარეობა კრიტიკული იყო.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | Слуцкий назвал заявление президента Грузии об отмене Россией виз продиктованным извне | 0 | 0 | 11-05-2023 |
| 2 | საქართველოში ICAO-ს ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი – ICAO SWIM 2026 ჩატარდა | 0 | 8.28 | 26-06-2026 |
| 3 | საქართველოში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) სამუშაო შეხვედრები გაიმართა | 0 | 6.1 | 11-05-2026 |
| 4 | ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა | 0 | 4.38 | 13-05-2026 |
| 5 | Парламент Грузии принял резолюцию об интеграции республики в ЕС и НАТО | 0 | 0 | 25-12-2020 |
| 6 | В МИД Грузии уверяют в безопасности пребывания в республике российских туристов | 0 | 0 | 17-07-2019 |
| 7 | Церковь Грузии назвала Кубилиуса и Юкнявичене лоббистами ЛГБТ | -5 | 6 | 13-07-2026 |
| 8 | В Грузии объяснили отзыв посла из Киева | 0 | 0 | 09-05-2020 |
| 9 | Депутат Водолацкий заявил, что Грузия демонстрирует суверенную политику | 0 | 0 | 17-07-2025 |