თბილისის მერია დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს. ამჟამად შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერია დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს. ამჟამად შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
18 აგვისტოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია „თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით“.
ეს 1160-მეტრიანი მონაკვეთია.
ასფალტი ქვაფენილის ნაცვლად„მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი: სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, საავტომობილო გზა, - დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი „და ყველანაირად იქნება გამართული ინფრასტრუქტურა“.
„განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები, მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და მოედანზე ინფრასტრუქტურა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის“, - თქვა მან.
ტენდერი გამოქვეყნდა შესყიდვების საიტზეც - პროექტის სავარაუდო ღირებულება 6.7 მილიონ ლარამდეა.
წინადადებების მიღება 29 აგვისტოს უნდა დაიწყოს და 3 სექტემბერს დასრულდეს.
ვადები ჯერ კალაძეს არ დაუზუსტებია: „სამი სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს ტენდერი და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას პროექტის დაწყებასთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებით“, - თქვა მან.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | В Москве отремонтируют два памятника Достоевскому | 0 | 0 | 10-02-2022 |
| 2 | В Москве отреставрируют храм Космы и Дамиана на Маросейке | 0 | 0 | 17-08-2021 |
| 3 | Работы по реставрации скульптур "Милосердие" и "Воспитание" начались в Москве | 0 | 0 | 27-05-2021 |
| 4 | Ладью знаменитого русского путешественника воссоздадут в Петрозаводске | 0 | 10 | 24-07-2026 |
| 5 | В Москве отремонтируют памятник Михаилу Лермонтову | 0 | 0 | 29-07-2021 |
| 6 | В Москве отреставрируют памятник Булату Окуджаве | 0 | 0 | 23-07-2021 |
| 7 | В Петербурге приведут в порядок памятники Ломоносову и Достоевскому | 0 | 0 | 25-03-2021 |
| 8 | Реставрацию фасадов ансамбля Карла Росси в Петербурге закончат до конца года | 0 | 0 | 29-05-2023 |
| 9 | В Петербурге восстановят здание лимонадного завода | 0 | 0 | 13-10-2025 |