მიმდინარე წლის ცხრა თვეში გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7 ათასამდე ფაქტი.
https://sputnik-georgia.com/20261007/ramdeni-mzgoli-daajarimes-gamonabolqvis-gamo-301040393.html
რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის
რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ცხრა თვეში გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7 ათასამდე ფაქტი. 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-07T20:07+0400
2026-10-07T20:07+0400
2026-10-07T20:07+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_47dfe6c137723423a39ec615ce914567.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ყოველდღიურად ახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება. სექტემბერში ყველაზე მეტი - 430 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 173 – ქუთაისში, 87 – ბათუმში, 61 კი – რუსთავში. 649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 102 შემთხვევაში კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. 425 სამართალდარღვევა – მსუბუქი ავტომობილების, 306 – მიკროავტობუსების, 18 სატვირთო ავტომობილების, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი. უწყების ცნობით, კონტროლის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა. შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6.856 ფაქტი. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით უმცირდება. ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
გამოწერა
მიმდინარე წლის ცხრა თვეში გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7 ათასამდე ფაქტი.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ყოველდღიურად ახორციელებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
სექტემბერში ყველაზე მეტი - 430 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 173 – ქუთაისში, 87 – ბათუმში, 61 კი – რუსთავში.
649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 102 შემთხვევაში კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. 425 სამართალდარღვევა – მსუბუქი ავტომობილების, 306 – მიკროავტობუსების, 18 სატვირთო ავტომობილების, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
უწყების ცნობით, კონტროლის დაწყებიდან დღემდე გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება.
დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა. შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6.856 ფაქტი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით უმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | თბილისში საცობების განმუხტვის მიზნით გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box მოეწყობა | 0 | 13.18 | 07-10-2026 |
| 2 | Фолксваген и Ауди изтеглят над 2 милиона автомобила заради дефект. А сервизите ги отстраняват безплатно | 0 | 16.9 | 26-09-2026 |
| 3 | Более 7 тысяч нарушений ПДД зафиксировали в Липецкой области | 0 | 16.88 | 30-09-2026 |
| 4 | Контроль за тонировкой автомобилей усилен на Вологодчине | 0 | 11.26 | 01-10-2026 |
| 5 | Tatt på fersken i fremmed bil – fant flere verdisaker | 0 | 10 | 27-09-2026 |
| 6 | В ГД указали на проблему штрафов для такси за высадку пассажиров на остановках | 0 | 8.52 | 30-03-2026 |
| 7 | Омич за год набрал автомобильных штрафов на 120 тысяч рублей | 0 | 16.8 | 05-10-2026 |
| 8 | 4 arrested for OVI during weekend enforcement | 0 | 16.04 | 28-09-2026 |
| 9 | Сахалинец не заплатил 10 млн рублей налогов от незаконно проданных рельс | -1 | 18.95 | 02-10-2026 |
| 10 | თბილისში გაზმომარაგება 12 ათას აბონენტს შეუწდება | 0 | 17.14 | 06-10-2026 |