Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

კალაძე: დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

Дата публикации: 07-10-2026 13:00:00

კალაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261007/kaladze-didi-lilos-poligonze-gamwmendi-sistema-moewyoba-301034842.html

კალაძე: დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

კალაძე: დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

Sputnik საქართველო

კალაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-07T17:00+0400

2026-10-07T17:00+0400

2026-10-07T17:00+0400

საქართველო

თბილისი დღეს

თბილისის მერია

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია შერჩეულ იქნა EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად. მისი თქმით, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია. პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო ეტაპი დაიწყება. სისტემის ამოქმედების შემდეგ, პოლიგონი ეტაპობრივად გაიწმინდება დაგროვილი ნაჟური წყლებისგან, ხოლო ახალი ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად, სპეციალური ფილტრების მეშვეობით გაიწმინდება.საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის საპროექტო-სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია მერიამ ტენდერის გზით ჯერ კიდევ შარშან გამოავლინა. 2025 წლის ივლისში გახდა ცნობილი, რომ სამუშაოებს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს. მერიის ცნობით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ სამუშაოებს ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად შეასრულებს. კომპანიის ამოცანაა ლილოს ნაგავსაყრელზე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ობიექტის ორგანიზება. პროექტის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა.ადრე თბილისის მერმა განაცხადა, რომ დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება მასალების გადამუშავების ქარხნისა და მექანიკურ-ბიოლოგიური გადამუშავების ქარხნის აშენება, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციის დაწყების საფუძველი გახდება. გარდა ამისა, აღნიშნულ პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. მათ არაერთხელ მოაწყვეს პიკეტები და გადაკეტეს გზა ნაგვის მანქანებისთვის და ნაგავსაყრელამდე არ უშვებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა და ნაგავსაყრელისთვის ახალ ადგილს მოძებნიდა. თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი იგზავნება ქალაქის ერთადერთ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე სოფელ დიდი ლილოს მიმდებარედ. მან ფუნქციონირება 2010 წელს, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაკეტილია, სამგორის რაიონისა და სოფელ ლილოს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები

კალაძე: დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

გამოწერა

კალაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

„პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია შერჩეულ იქნა EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად.

მისი თქმით, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია. პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო ეტაპი დაიწყება. სისტემის ამოქმედების შემდეგ, პოლიგონი ეტაპობრივად გაიწმინდება დაგროვილი ნაჟური წყლებისგან, ხოლო ახალი ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად, სპეციალური ფილტრების მეშვეობით გაიწმინდება.

„კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, – აღნიშნა კალაძემ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის საპროექტო-სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია მერიამ ტენდერის გზით ჯერ კიდევ შარშან გამოავლინა. 2025 წლის ივლისში გახდა ცნობილი, რომ სამუშაოებს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.

მერიის ცნობით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ სამუშაოებს ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად შეასრულებს. კომპანიის ამოცანაა ლილოს ნაგავსაყრელზე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ობიექტის ორგანიზება. პროექტის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა.

ადრე თბილისის მერმა განაცხადა, რომ დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება მასალების გადამუშავების ქარხნისა და მექანიკურ-ბიოლოგიური გადამუშავების ქარხნის აშენება, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციის დაწყების საფუძველი გახდება.

გარდა ამისა, აღნიშნულ პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. მათ არაერთხელ მოაწყვეს პიკეტები და გადაკეტეს გზა ნაგვის მანქანებისთვის და ნაგავსაყრელამდე არ უშვებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა და ნაგავსაყრელისთვის ახალ ადგილს მოძებნიდა.

თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი იგზავნება ქალაქის ერთადერთ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე სოფელ დიდი ლილოს მიმდებარედ. მან ფუნქციონირება 2010 წელს, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაკეტილია, სამგორის რაიონისა და სოფელ ლილოს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება015.2605-10-2026
2საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავლების გარეშე განახორციელებს01007-10-2026
3Naidu to launch water schemes worth ₹30,156 crore in Kadapa on October 5018.5904-10-2026
4Дагестанские ученые будут проверять качество воды из источников республики010.9729-09-2026
5В Молдавии призвали население экономить воду из-за обмеления Днестра м Прута014.3507-10-2026
6Калужский микрорайон останется без воды022.529-09-2026
7Министр окружающей среды Молдавии призвал людей привыкать к нехватке воды04.4407-10-2026
8Разработана очищающая воду от радиации технология переработки материалов01005-10-2026
9Jal Jeevan Mission 2.0: ₹30,156 crore to give drinking water to 90 lakh homes in two years, says Naidu013.2305-10-2026
10Единый оператор объяснил проблемы с водой в Дербенте износом сетей09.1705-10-2026

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 10. Источник: sputnik-georgia.com.