Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

Дата публикации: 06-10-2026 12:57:00

თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს, რომელიც კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261006/tbilisis-klimatis-mwvane-pondis-dialogs-maspinzlobs-301007610.html

თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

Sputnik საქართველო

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს, რომელიც კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური... 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-06T16:57+0400

2026-10-06T16:57+0400

2026-10-06T16:57+0400

საქართველო

საქართველოს მთავრობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პოლიტიკა საქართველოში

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/06/300995288_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8f814668539cb06f84a5b20934d1cc6d.jpg

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს, რომელიც კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.ღონისძიება, რომელსაც დედაქალაქი 6-8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს, თბილისში იმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.მისი თქმით, კლიმატის მწვანე ფონდთან პარტნიორობით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კლიმატური რისკების შემცირების, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებისა და ტყეების მდგრადი მართვის მიმართულებით. „ჩვენი მიზანია, რეგიონული თანამშრომლობა – კონკრეტულ პროექტებად, პროექტები კი ინვესტიციებად და ხელშესახებ შედეგებად გარდავქმნათ", - განაცხადა მინისტრმა.რეგიონული დიალოგის პირველი დღის ფარგლებში მინისტერიალის მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე – „ამბიციიდან განხორციელებამდე: ქვეყნის პრიორიტეტებზე დაფუძნებული კლიმატური ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება“.შეხვედრაზე მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საერთო გამოწვევებზე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და კლიმატური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე გაიმართა თემატური და პლენარული სესიები, რომლებზეც ნახშირბადის ბაზრები, კლიმატური პლატფორმები, კერძო სექტორის ჩართულობა, ადრეული გაფრთხილების სისტემები და GCF-ის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად ზემოქმედებს ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე და ახალ გამოწვევებს უქმნის როგორც საზოგადოებებს, ისე ეკონომიკებს.მისი თქმით, მთიანი რელიეფისა და კლიმატური ზონების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები მნიშვნელოვან რისკს უქმნის საქართველოს. შესაბამისად, კატასტროფების რისკის მართვისა და ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მწვანე კლიმატის ფონდთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად შეიქმნა მონიტორინგის 150 ახალი სადგური, მეწყერსაშიშ 11 ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა. GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დეპარტამენტის დირექტორმა თომას ერიქსონმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ რეგიონული დიალოგის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.რეგიონული დიალოგის მომდევნო დღეები კლიმატური პროექტების მომზადებისა და დაფინანსების საკითხებს დაეთმობა. მონაწილეები GCF-ის დაფინანსების მექანიზმებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებს, მათ შორის Readiness-ის პროგრამასა და პროექტების მომზადების მექანიზმს (PPF), გაეცნობიან. დაგეგმილია ასევე ინდივიდუალური შეხვედრები კონკრეტული პროექტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) 2010 წელს დაარსდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო მექანიზმს, რომელიც ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტების მხარდაჭერას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი აირჩიეს. თანდილაშვილი აუდიტსა და ეთიკურ ნორმებს უწევს ზედამხედველობას. ის აღნიშნულ თანამდებობასა და ასევე GCF-ის მმართველი საბჭოს წევრის პოზიციას 2027 წლის ბოლომდე დაიკავებს.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/06/300995288_224:0:1969:1309_1920x0_80_0_0_fd4f008190cb8746da0ff0be1360cd5f.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები

თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

გამოწერა

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს, რომელიც კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.

ღონისძიება, რომელსაც დედაქალაქი 6-8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს, თბილისში იმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„კლიმატის ცვლილება სულ უფრო მწვავე გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის და უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნებსა და მოსახლეობაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერება და მდგრადი ეკონომიკის განვითარება", - განაცხადა სონღულაშვილმა.

მისი თქმით, კლიმატის მწვანე ფონდთან პარტნიორობით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კლიმატური რისკების შემცირების, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებისა და ტყეების მდგრადი მართვის მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია, რეგიონული თანამშრომლობა – კონკრეტულ პროექტებად, პროექტები კი ინვესტიციებად და ხელშესახებ შედეგებად გარდავქმნათ", - განაცხადა მინისტრმა.

რეგიონული დიალოგის პირველი დღის ფარგლებში მინისტერიალის მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე – „ამბიციიდან განხორციელებამდე: ქვეყნის პრიორიტეტებზე დაფუძნებული კლიმატური ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება“.

შეხვედრაზე მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საერთო გამოწვევებზე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და კლიმატური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე გაიმართა თემატური და პლენარული სესიები, რომლებზეც ნახშირბადის ბაზრები, კლიმატური პლატფორმები, კერძო სექტორის ჩართულობა, ადრეული გაფრთხილების სისტემები და GCF-ის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად ზემოქმედებს ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე და ახალ გამოწვევებს უქმნის როგორც საზოგადოებებს, ისე ეკონომიკებს.

მისი თქმით, მთიანი რელიეფისა და კლიმატური ზონების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები მნიშვნელოვან რისკს უქმნის საქართველოს. შესაბამისად, კატასტროფების რისკის მართვისა და ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მწვანე კლიმატის ფონდთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად შეიქმნა მონიტორინგის 150 ახალი სადგური, მეწყერსაშიშ 11 ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა.

GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დეპარტამენტის დირექტორმა თომას ერიქსონმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ რეგიონული დიალოგის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.

„მადლიერი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელიც ამ რეგიონული დიალოგის თანაორგანიზატორია. დიალოგი რეგიონის ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობების გაძლიერებისა და კლიმატური გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს“, – აღნიშნა ერიქსონმა.

რეგიონული დიალოგის მომდევნო დღეები კლიმატური პროექტების მომზადებისა და დაფინანსების საკითხებს დაეთმობა. მონაწილეები GCF-ის დაფინანსების მექანიზმებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებს, მათ შორის Readiness-ის პროგრამასა და პროექტების მომზადების მექანიზმს (PPF), გაეცნობიან. დაგეგმილია ასევე ინდივიდუალური შეხვედრები კონკრეტული პროექტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) 2010 წელს დაარსდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო მექანიზმს, რომელიც ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტების მხარდაჭერას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი აირჩიეს. თანდილაშვილი აუდიტსა და ეთიკურ ნორმებს უწევს ზედამხედველობას. ის აღნიშნულ თანამდებობასა და ასევე GCF-ის მმართველი საბჭოს წევრის პოზიციას 2027 წლის ბოლომდე დაიკავებს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1რუსეთის საგარეო უწყება: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა წამოვიდეს01007-10-2026
2საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არეალის გაფართოებას გეგმავს01007-10-2026
3საქართველო დაცულ ტერიტორიებს აფართოებს09.2207-10-2026
4Форум «Цифровые решения» в Москве01028-09-2026
5თბილისში გაზმომარაგება 12 ათას აბონენტს შეუწდება017.1406-10-2026
6Эксперты более 20 стран стали участниками форума "Северный Кавказ: пространство диалога"016.902-10-2026
7Скандал вокруг Zion Festival в Тбилиси: от бана граждан РФ до фейс-контроля на оккупацию012.2512-09-2026
8Курорты Северного Кавказа представят на Форуме туристических территорий в Москве04.906-10-2026
9Российские танцевальные дуэты против дочери Тутберидзе. LIVE012.2401-10-2026
10Московский финансовый форум01021-09-2026

Классификация: Пресс-релизы. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5.41. Источник: sputnik-georgia.com.