აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოდან ვაკანტური იყო.
https://sputnik-georgia.com/20261021/giorgi-zurabashvili-specwarmomadgenlad-dainishna-301267539.html
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Sputnik საქართველო
აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოდან ვაკანტური იყო. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-21T14:32+0400
2026-10-21T14:32+0400
2026-10-21T14:32+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300927503_0:322:2048:1474_1920x0_80_0_0_0486238332b7988ec87547dabd6c7760.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არ განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს.გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ზურაბაშვილი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1-ელ ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გამოწერა
აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოდან ვაკანტური იყო.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არ განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას თავისი ბარიერი აქვს, ეს მოცემულობა არ შეცვლილა და, შესაბამისად, არ შეცვლილა ჩვენი დამოკიდებულებაც“, — განაცხადა კობახიძემ.
გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ზურაბაშვილი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1-ელ ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად.
პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | Замглавы МИД Грузии Зурабашвили назначен спецпредставителем по связям с Россией | 0 | 7.06 | 21-10-2026 |
| 2 | Грузия назначила нового спецпредставителя по России | 0 | 11.2 | 21-10-2026 |
| 3 | В Грузии назначили нового спецпредставителя по РФ | 0 | 10.37 | 21-10-2026 |
| 4 | Замглавы МИД Грузии Зурабашвили назначили спецпредставителем по связям с РФ | 0 | 10 | 21-10-2026 |
| 5 | Грузинский эксперт Мамрадзе объяснил назначение спецпредставителя по России | 0 | 8.06 | 21-10-2026 |
| 6 | Новым спецпредставителем по связям с Россией стал экс-замглавы МИД Грузии | 0 | 6.91 | 21-10-2026 |
| 7 | Грузия назначила Зурабишвили спецпредставителем в России | 0 | 10 | 21-10-2026 |
| 8 | Советник премьер-министра Грузии по России оставил пост | 0 | 10.12 | 18-08-2026 |
| 9 | В Грузии советник премьер-министра по России покинул пост | 0 | 11.65 | 18-08-2026 |