მმართველი პარტიის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა.
https://sputnik-georgia.com/20261020/gaxarias-partiam-sakonstitucio-sasamartlos-mimarta-301240431.html
პარტიების აკრძალვა: „გახარია საქართველოსთვის“ მათი საქმის დამოუკიდებლად განხილვას მოითხოვს
პარტიების აკრძალვა: „გახარია საქართველოსთვის“ მათი საქმის დამოუკიდებლად განხილვას მოითხოვს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T13:12+0400
2026-10-20T13:12+0400
2026-10-20T13:11+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251889581_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d276fe0ee8e46ac75ea6c8af0e88ca4f.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, განაცხადა პარტიის წევრმა ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებით განხილვას 21 ოქტომბერს შეუდგება. საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“. მისი განცხადებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს და დაასაბუთოს, რა სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით მოითხოვს ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის აკრძალვას, რომელიც მონაწილეობდა კონსტიტუციურ პროცესებში, არჩევნებსა და სხვადასხვა კომისიის მუშაობაში.„კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია", - ნათქვამია განცხადებაში.მანამდე, პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ უარი თქვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ ის მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.როგორც სიჭინავამ აღნიშნა, პარტია სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს, „რათა სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას". სარჩელის არსი2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა - საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატია.„ქართული ოცნება" სარჩელში აღნიშნავს, რომ მას აქვს იმის მტკიცებულება, რომ 5 ოპოზიციური პარტია 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში „უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას".ამასთან, მმართველი პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ პარტიები წარმოადგენენ „არაკონსტიტუციური მიზნებისთვის განკუთვნილ გაერთიანებას“.არგუმენტების სახით „ქართული ოცნება“ მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ერთიანდებოდნენ და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს ქმნიდნენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებშიც.გარდა ამისა, პარტია მზად არის დაამტკიცოს, რომ პარტიების ლიდერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, ან/და მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა. დარღვევებს შორის სახელდება 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და ადამიანის უფლებების სხვა დამტკიცებული დარღვევები 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში.ასევე, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „პარტიების ყველა ქმედება მიუთითებს ერთიან მისწრაფებებსა და მიზნებზე, ერთიან პოლიტიკურ პოზიციაზე და იმაზე, რომ პარტიები იზიარებენ მიზანსა და მისწრაფებას, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია, უარყონ ხალხის ნება და დემოკრატიის მიზანშეწონილობა“. მმართველი პარტია ამის მტკიცებულებად ასახელებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმას და 2022–2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.შედეგები პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა. საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, ქართული ოპოზიცია, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
გამოწერა
მმართველი პარტიის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 სექტემბერს შევიდა.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, განაცხადა პარტიის წევრმა ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებით განხილვას 21 ოქტომბერს შეუდგება. საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“.
„მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს", - განაცხადა სიჭინავამ.
მისი განცხადებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს და დაასაბუთოს, რა სამართლებრივი საფუძვლითა და მტკიცებულებებით მოითხოვს ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის აკრძალვას, რომელიც მონაწილეობდა კონსტიტუციურ პროცესებში, არჩევნებსა და სხვადასხვა კომისიის მუშაობაში.
„კონსტიტუციურ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა აბსურდული და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ უარი თქვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ ის მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, პარტია სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს, „რათა სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას".
სარჩელის არსი
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა - საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატია.
„ქართული ოცნება" სარჩელში აღნიშნავს, რომ მას აქვს იმის მტკიცებულება, რომ 5 ოპოზიციური პარტია 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში „უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას".
ამასთან, მმართველი პარტია მზადაა დაამტკიცოს, რომ პარტიები წარმოადგენენ „არაკონსტიტუციური მიზნებისთვის განკუთვნილ გაერთიანებას“.
არგუმენტების სახით „ქართული ოცნება“ მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში ერთიანდებოდნენ და კოალიციებს ქმნიდნენ: კერძოდ, ჩამოაყალიბეს „ოპოზიციური ალიანსი“ და ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“. გარდა ამისა, პარტია აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კოალიციებს ქმნიდნენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებშიც.
გარდა ამისა, პარტია მზად არის დაამტკიცოს, რომ პარტიების ლიდერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, ან/და მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა. დარღვევებს შორის სახელდება 2008 წლის კონფლიქტი, წამება ციხეებში და ადამიანის უფლებების სხვა დამტკიცებული დარღვევები 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში.
ასევე, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „პარტიების ყველა ქმედება მიუთითებს ერთიან მისწრაფებებსა და მიზნებზე, ერთიან პოლიტიკურ პოზიციაზე და იმაზე, რომ პარტიები იზიარებენ მიზანსა და მისწრაფებას, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია, უარყონ ხალხის ნება და დემოკრატიის მიზანშეწონილობა“. მმართველი პარტია ამის მტკიცებულებად ასახელებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმას და 2022–2025 წლებში ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.
შედეგები
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში.
დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.